ავტომოყვარულისა და ადგილობრივი ავტოშეჯიბრებების აქტიური მხარდამჭერის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დაარსებული „ომეგა მოტორსი" 1999 წელს საერთაშორისო კომპანია BMW-ს გენერალური იმპორტიორი გახდა საქართველოში. 2011 წლიდან კი „ომეგა მოტორსმა" MINI-ს ავტომობილების იმპორტი დაიწყო.
ყველა ავტომობილის იმპორტი უშუალოდ მიუნხენიდან ხორციელდება, რაც სერიოზული განაცხადია, რომ „ომეგა მოტორსი" უზრუნველყოფს მაღალი ტექნოლოგიების მქონე ავტომანქანების მოწოდებას. ეს ავტომობილები, რომლებიც სერტიფიცირებული არიან კონტრაქტორების მიერ, გვთავაზობენ უმაღლეს უსაფრთხოებასა და მაღალი კლასის მართვის სიამოვნებას..
„ომეგა მოტორსის" გუნდი სრულყოფილ ცოდნას ფლობს, რათა წელიწადში ათასობით კლიენტს დაეხმაროს და შესთავაზოს მაღალ კვალიფიციური სერვისი. ჩვენმა პროფესიონალებმა გაიარეს სპეციალური ტრეინინგები , რათა უზრუნველყონ ყველა სახის მომსახურება:კონსულტაციით დაწყებული და ავტომობილის, ან მისი რომელიმე აქსესუარის შესყიდვით დამთავრებული.
ეს ადამიანები მზად არიან განიხილონ თქვენი ნებისმიერი მოთხოვნა: BMW-ს და MINI-ს შოუ-რუმში არსებული მოდელების შეთავაზება თუ მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, სასურველი მოდელის შეკვეთა. დღესდღეობით „ომეგა მოტორსი" მომხმარებელს დაფინანსების გამარტივებულ პირობებსა და უპროცენტო შიდა განვადებას სთავაზობს.