2019 წლის 7-20 დეკემბერს, ბათუმი, გრანდიოზულ, A კლასის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.
ბათუმში მასშტაბური საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსების იდეა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ანდრო ენუქიძეს და მის უცხოელ მეგობრებს ეკუთვნის. ინიციატივას მხარი დაუჭირა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომლის პატრონაჟითაც ხორციელდება ბათუმის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - BATUMI INTERNATIONAL
იდეის განხორციელებაზე მუშაობა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ის 2019 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში მნიშვნელოვან საერთაშორისო ფლატფორმად იქცევა.
ფესტივალის მიზანია:
მსოფლიო სათეატრო რუკაზე ბათუმის, როგორც მდიდარი თეატრალური ტრადიციების ქალაქის გაჩენა. აჭარის, რეგიონის ცნობადობის გაზრდა ევროპასა და მთელ მსოფლიოში
ქართველი მაყურებლისთვის მსოფლიოს წამყვანი, საუკეთესო თეატრალური კომპანიების და მსოფლიო სათეატრო ხელოვნებაში არსებული სიახლეების, მიმდინარე ტენდენციების გაცნობა
გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პროექტებისა და კოპროდუქციებისთვის პარტნიორების მოძიებისთვის ხელშეწყობა
აჭარის რეგიონში თანამედროვე თეატრალური ფორმების პოპულარიზაცია, აჭარის რეგიონში მოღვაწე შემოქმედებითი საზოგადოების კვალიფიკაციის ამაღლება