Erasmus+ Youth-ს საინფორმაციო ცენტრი საქართველოში", ბათუმის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მართავს ერასმუს+ ახალგაზრდული პროგრამების საინფორმაციო შეხვედრას ბათუმში.
შეხვედრა გაიმართება ამა წლის 7 მაისს, ქ. ბათუმის
უნივერსიტეტის 328-ე აუდიტორიაში, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, 16.00 საათზე.
საინფორმაციო შეხვედრა მოიცავს შემდეგ საკითხებს
• ერასმუს+ პროგრამა, მისი ფილოსოფია, მიზნები და ამოცანები;
• ახალგაზრდული მობილობა, ტრენინგები, სემინარები და სტაჟირების შესაძლებლობები;
• მოხალისეობრივ აქტივობებს;
• სასარგებლო ბმულები და კონკრეტული ნაბიჯები პროექტების განსახორციელებლად.
• სექტორთაშორისი თანამშრომლობა, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვის შესაძლებლობები პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს/პირებს:
არასამთავრობო ორგანზიაციებს, სათემო კავშირებს, საინიციატივო ჯგუფებს, სამთავრობო ორგანიზაციებს, სტუდენტებს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ბათუმის უნივერსიტეტის ეკო-ჰაბი
მობ: 595 702 006