• ანბანის კოშკი
  • L
    აღწერა

    შემოგვიერთდით 13 ოქტომბერს და აღნიშნეთ ევროპის დღე ჩვენთან ერთად!

    ერთი დღით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია 'ევროსოფლად' გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობებით ევროკავშირში გამოგზაურებთ.
     ღონისძიებაზე მონაწილეობენ ევროკავშირის პროგრამები, და წარმოგიდგენენ იმ აქტივობებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ისინი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.ევროპის დღის ღონისძიება დატვირთული იქნება საოჯახო გასართობი აქტივობებით, თამაშებით და წარმოდგენებით. ღონისძიება დასრულდება საღამოს კონცერტით ღია ცის ქვეშ. ევროპის დღე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივაა და ხორციელდება ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით.

    ღონისძიების პროგრამა:


    14:00 -18:00 
    ევროსოფელი 
    კულტურული წარმოდგენები, თამაშები და პრიზები
    მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი ოჯახისთვის
    შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში 
    15:00 - ოფიციალური გახსნა
    18:00 - 20:00 
    კონცერტი