ფრანგული ზამთარი ბათუმში
4 დეკემბერს 15:00 საათზე ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში გაიხსნება გამოფენა “ფრანგული ზამთარი ბათუმში”. დამთვალიერებელი იხილავს ხუთი ფრანგი მხატვრის საპრეზენტაციო ექსპოზიციას, სადაც წარმოდგენილი იქნება 25 გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი.
გამოფენა იმართება სახვითი ხელოვნების II საერთაშორისო ფესტივალი-
„წელიწადის ოთხი დრო - მეგობრობის პალიტრა - ბათუმი 2019“-ის ფარგლებში.
გამოფენა გრძელდება 9 დეკემბრამდე.