იუნესკოს მაღალი პატრონაჟით, 2-12 სექტემბერს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ 2013 წელს დააარსა.
ფესტივალი აერთიანებს როგორც კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, ასევე პროფესიონალებს, სცენას უთმობს მსოფლიოში აღიარებულ არტისტებს და ახალგაზრდა მუსიკოსებს.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ:biletebi.ge-ზე