• 0422 27 88 08
  • info@boulevard.ge
  • ბათუმის ბულვარი
  • L
    აღწერა

    დაუვიწყარი საახალწლო ბაზრობა ბათუმის ბულვარში თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის!

    29-30 დეკემბერს ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში (კოლონადების მიმდებარედ) საახალწლო ბაზრობა მოეწყობა, რომელიც ორი დღის განმავლობაში დისნეის ზღაპრული სამყაროს გაცოცხლების ადგილად გარდაიქცევა.

    სპეციალურად გაფორმებული ჯადოსნური თაღის გავლით თქვენ მოხვდებით სასაჩუქრე ყუთებით, ფოტოსტენდებით, ლოლიპოპებით, გირლიანდებით და სხვა ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში.

    აქვე მოეწყობა ზღაპრულად გაფორმებული საშობაო ქოხები, სადაც წარმოდგენილი იქნება ულამაზესი ხელნაკეთი ნივთები. პატარების გამხიარულებას მთელი დღის განმავლობაში ანიმატორები, გორგოლაჭებით მოსიარულე სანტები და კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები უზრუნველყოფენ. საახალწლო განწყობის შექმნა-გაძლიერებაზე კი დრამერების თეატრალურ-მუსიკალური მარში იზრუნებს.

    ეს კიდევ ყველაფერი არ არის! ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ შეხდვნენ „ნამდვილ“ სანტას, გადაიღონ ფოტოები და წინასაახაწლო სურვილები გაანდონ მას. მარხილში მოკალათებული სანტა კი პატარებს უგემრიელესი ტკბილეულით გაუმასპინძლდება.

    სახალისო აქტივობებით დაღლილები გემრიელად წახემსებას საახალწლო ბაზრობიდან გაუსვლელადვე შეძლებთ. აქვე დააგემოვნებთ ფრანგულ დესერტებს უგემრიელესი იტალიური ყავის თანხლებით. რა თქმა უნდა საახალწლო ბაზრობა წარმოუდგენელია ცხელი გლინტვეინის გარეშეც.

    საახალწლო ბაზრობის კულმინაცია კი პოპულარული იტალიელი მომღერლის, არა ერთი ჰიტის შემსრულებლის, ინგრიდის, გრანდიოზული კონცერტი იქნება, რომელიც 29 დეკემბერს 20:00 საათზე დაიწყება.

    გელოდებით ყველას! ერთად შევიქმნათ სადღესასწაულო განწყობა და მოვემზადოთ ახალ 2019 წელთან შესახვედრად.

    creaded by