3 ივნისს აჭარა ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს.
„ზაფხული იწყება აქ“ - ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება ანბანის კოშკის მოპირდაპირედ ზღვის სანაპიროზე. ფერადი და საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე ნამდვილი საზაფხულო დღესასწაული და გართობა გელოდებათ.