„დანიური სახლი“ 1999 წელს დაარსდა და უკვე თითქმის ორი ათწლეულია, რაც ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიამ განვითარების საკმაოდ გრძელი გზა განვლო. ჩვენ ვთანამშრომლობთ არაერთ მოწინავე ევროპელ მწარმოებელთან. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ევროპის ქვეყნებიდან ავეჯის, ტექსტილისა და სხვადასხვა აქსესუარის იმპორტი და რეალიზაცია.
დღესდღეობით, საქართველოში წარმოდგენილია დანიური სახლის 11 ფილიალი. ჩვენი პროდუქცია მოიცავს ტექსტილის, საოფისე ავეჯისა თუ საძინებლების, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთების ფართო არჩევანს; მომხმარებელს ხშირად ვანებივრებთ სხვადასხვა სახის აქციებითა და შემოთავაზებებით. „დანიური სახლი“ წლების მანძილზე ინარჩუნებს თავის სახეს და ხარისხს და გთავაზობთ პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს ჩვენს ფილიალებში