რესტორან 'ბათუმარანის' ინტერიერი სწორედ აჭარას, ზღვას და ვაზს აერთიანებს (ნავებზე დატვირთული ქვევრებით გამოსახულია ღვინის გადაზიდვის პროცესი).
'ბათუმარანი' საუკეთესო ადგილია გემრიელი კერძებისა და აჭარაში დაწურული ღვინოების დასაგემოვნებლად, ადგილობრივი ღვინის ისტორიის გასაცნობად.
'ბათუმარანში' წარმოდგენილია აჭარაში დაწურული ხუთი სახის 'ჩამოსასხმელი' ღვინო (ჩხავერი, საწური, ცოლიკაური, ალადასტური, ნოე), თაფლის არაყი, ტყემლის არაყი, ჭაჭა, არაყი მუხის არომატით.
'ბათუმარანში' წარმოდგენილია ასევე ღვინის მწარმოებელი კომპანიების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დამზადებული ბოთლისა და ჩამოსასხმელი ღვინო/არაყი.
'ბათუმარანი' შპს 'Lunch-Time'-ს საკუთრებაა, რომელიც რესტორნის სერვისის გარდა კვების სფეროში აერთიენებს დამატებით ორ მიმართულებას: ფურშეტის ორგანიზება; ქ. ბათუმში საკვების ადგილზე მიტანის სერვისი.