სასტუმრო Old Town მდებარეობს ქალაქ ბათუმის ცენტრში, ზღვის სანაპიროდან სულ რაღაც 5 წუთის სავალზე. სტუმართა განკარგულებაში იქნება უფასო Wi-Fi.
ყველა ნომერი აღჭურვილია ტელევიზორით, კონდინციონერით და აივნით. სააბაზანო ოთახებში შხაპთან ერთად არის ფენი და უფასო სატუალეტო - კოსმეტიკური ნივთები. სხვა სერვისების გარდა არის მინი ბარი და თანამგზავრული ტელევიზია.
სასტუმროს რესტორანში თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ევროპული და ქართული სამზარეულოს კერძები. ამას გარდა სასტუმროში არის დღე-ღამისეული რეგისტრაცია, ტერასა სახურავზე და ბარი, ასევე საკუთარი სლოტკლუბი. საჭიროების შემთხვევაში სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ბარგის შესანახი კამერებით და უფასო პარკირებით.
მანძილი მახინჯაურის რკინიგზის სადგურამდე შეადგენს 7 კმ, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე — 5,5 კმ.