ავეჯის სალონი „პინსკდრევი“ წარმოადგენს ბელარუსიული კომპანია „პინსკდრევის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში, რომელსაც გააჩნია ავეჯის წარმოების 135 წლიანი გამოცდილება და რომლის პროდუქცია დიდი მოწონებით სარგებლობს არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ექსპორტზე გადის ევროპისა და ამერიკის კონტინენტის 40 ქვეყანაში. უნიკალური და იშვიათი კარელიის არყის („ბერიოზა“) და მუხის ხის მერქნისგან კლასიკურ და მოდერნის სტილში გადაწყვეტილი დახვეწილი საშემსრულებლო ხელოვნებით დამზადებული ელიტარული ავეჯი აღფრთოვანებას იწვევს გემოვნებიან მომხმარებელში, ხოლო მაღალი კატეგორიის ნაჭრებსა და ნატურალურ ტყავში დამზადებული, ტრანსფორმირებადი და სათავსოებით აღჭურვილი კუთხის სამეულები და დივნები საოცნებოა ყველა სახლისთვის.