უძრავი ქონება
 
 
რუკაზე ნახვა
აღწერა
შპს „მარდი ჰაუსი“ წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ახორციელებს სულ უფრო და უფრო წარმატებულ საქმიანობას ქ. ბათუმში. სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე კომპანიას  განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და სარგებლობს დამსახურებული ავტორიტეტით როგორც მომხმარებლებს, ასევე კონკურენტებს შორის. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა  საცხოვრებელი კომპლექსებისა და სასტუმროს ტიპის სახლების (აპარტ-ოტელების) მშენებლობა. „მარდი ჰაუსი“ წარმოადგენს შპს „მარდი ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიას. უკვე 24 წელია შპს „მარდი ჰოლდინგი“ ახორციელებს წარმატებულ საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა შორისაცაა თამბაქოს ნაწარმისა და კვების პროდუქტების წარმოება, საერთაშორისო ავიაგადაზიდვები და სხვა. „მარდი ჰოლდინგი“ არა მხოლოდ საქართველოშია ცნობილი: კომპანიას აქვს საქმიანი ურთიერთობები საიმედო პარტნიორებთან ბელგიაში, ბელორუსში, რუსეთში, ლიტვაში, უკრაინაში, თურქეთსა და ჰოლანდიაში. „მარდი ჰოლდინგის“ მიერ დაფუძნებულია საკმაოდ ბევრი კომპანია, რომლებიც ასევე სარგებლობენ პოპულარობით და გამოირჩევიან წარმატებული საქმიანობით. თავისი ორგანიზაციების ეფექტური კოორდინირების უნარი „მარდი ჰოლდინგს“  აძლევს გარკვეულ უპირატესობას მომხმარებლის მიერ საქონლისა და მომსახურების არჩევისას.
ორშ-პარ: შაბ-კვ:
მსგავსი ობიექტები
creaded by