მუზეუმის ექსპოზიცია ასახავს იმ ტექნოლოგიურ მიღწევებს, რომლებიც ბათუმში ინერგებოდა XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის I ნახევარში, მათ შორის, ძმები ნობელების,როტშილდებისა და მანთაშევის მეოხებით, რაც დაკავშირებული იყო ჩაის და თამბაქოს კულტურების, აგრეთვე პოლიგრაფიის განვითარებასთან; ხოლო ძმები ნობელების მეშვეობით ბათუმში დაინერგა ნავთობტრანზიტის ახალი ტექნოლოგიები. მუზეუმში ექსპონირებულია ასევე ცნობილ ფოტოგრაფ სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტოები, რომლებიც ასახავს XIX ს-ისა და XX სს-ის დასაწყისის საქართველოს ყოფას და კულტურას.