• https://biletebi.ge/conceptart/conceptart/gala-kontserti-batumshi-gala-concert-in-batumi
  • L
    აღწერა

      14 აგისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt და ფონდი „იავნანა“ ახალი თაობის ვირტუოზი მუსიკოსების გალა-კონცერტს წარმოგიდგენთ.

     გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატები, რომლებიც უკვე წლებია სოლო კონცერტებს მართავენ სიმფონიურ ორკესტრებთან საქართველოსა და მსოფლიოს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში.

      გიორგი გიგაშვილი (ფორტეპიანო), სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო), სანდრო სიდამონიძე (ჩელო), ანნა ჭანია (ვიოლინო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა).

      გალა-კონცერტს კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი წარადგენს.