• 555 74 64 54
  • ახალი ბულვარი
  • L
    აღწერა

    ტურისტული სერვისი "Ask Me" იურიდიულ კომპანია "Trusted Services"-სთან ერთად გიწვევთ ულამაზეს სანახაობაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად.
    ღონისძიება იმართება 4 ივნისს უდანაშაულო მსხვერპლი ბავშვების საერთაშორისო დღესთან (International Day of Innocent Children Victims of Aggression, 4 June) დაკავშირებით, რომელ დღესაც მსოფლიო სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება.
    ფარნების ნათება ბედნიერების, სიყვარულის, მშვიდობის და კეთილდღეობის სიმბოლოა, შესაბამისად ჩვენ ამ ულამაზესი ღონისძიებით გამოვხატავთ ჩვენს თანადგომას და სურვილს რომ ხელი შევუწყოთ მსოფლიო მშვიდობას. 
    ღონისძიება იმართება შავი ზღვის სანაპიროზე (ახალი ბულვარი), 19:00 საათზე დაიწყება მოხალისეების შეკრება და მზის ჩასვლის შემდეგ ყველა ერთად გავუშვებთ მანათობელ ფარნებს.
    გვესაჭიროება მოხალისე ორგანიზატორები ვინც შემოუერთდება ჩვენს ღონისძიებას და ჩვენთან ერთად გაუწევს ორგანიზებას. ორგანიზატორობაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: 
    მონაწილეობის საფასური შეადგენს 5ლარს , თანხაში შედის 1 ცალი ფრანი და დარჩენილ თანხას ყველა ერთად გადავრიცხავთ საერთაშორისო ორგანიზაციაში "Action Against Hunger" - https://www.actionagainsthunger.org/ რომელიც უანგაროდ ეხმარება სირიაში დაზარალებულ ოჯახებს და განსაკუთრებით უდანაშაულო ბავშვებს. 
    ველოდებით ყველას, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და ასაკისა გაატარეთ დაუვიწყარი დრო Ask Me-სთან ერთად 
    სანახაობა რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ 

    საინფორმაციო: +995 555 74 64 54