• ბათუმი, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატური თეატრი
  • L
    აღწერა
       საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები" 37 წლის ისტორიას ითვლის. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე. უკვე მეორე წელია მასთან ერთად ფესტივალს მუსიკოსი გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობს.

       წელს ,,ღამის სერენადები” აღდგენიდან მეთერთმეტედ გაიმართება. 25, 27 და 28 აგვისტოს ფესტივალს ბათუმის ახლად რესტავრირებული ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს. 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო საღამოები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს.

      ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლიანა ისაკაძის ინიციატივით შექმნილი კამერული ორკესტრი ,,საქართველოს ვირტუოზები'.

       ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/გერმანია). ფესტივალის მოწვეული დირიჟორია პანტელის კოგიამისი (საბერძნეთი/ავსტრია).