• +995 422 27 00 33
  • http://www.bbg.ge/
  • ბათუმის ბოტანიკური ბაღი
  • L
    აღწერა

    23 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი გეპატიჟებათ უკვე ტრადიციადქცეულ ხილის ფესტივალზე. წარმოდგენილი იქნება 35 სახეობის ციტრუსი, ასევე ხეხილ-კენკროვნები, ბაღის ფიტოგეოგრაფიული განყოფილებების ეგზოტური ხილი და კაკლოვნების მრავალფეროვნება.
    ფესტივალში მონაწილეობენ მეწარმეები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სახის ხელნაკეთ ნივთებს, რძის პროდუქტებს, ასევე თაფლს, წვენებს, ჯემებს, მურაბებსა და მანდარინის ,,ჩიფსებს", რომლის შეძენას დამთვალიერებელი ადგილზე შეძლებს.

    გაატარეთ გიორგობის დაუვიწყარი, ფერადი დღე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და ისიამოვნეთ შემოდგომის ნობათით.

    ფესტივალი გაიმართება ჩრდილოეთ ამერიკის ფიტოგეოგრაფიული განყოფილების ტერიტორიაზე; უახლოესი შემოსასვლელი ,,ჩაქვის სალარო".

    23 ნოემბერს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შემოსვლა ნებისმიერი დამთვალიერებლისათვის უფასოა.