ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება საგუნდო მუსიკის
კონცერტი - „ ვიმღეროთ ერთად".
მონაწილეობენ გერმანიის ჰამბურგის და ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდები.
დასწრება თავისუფალია
ჰამბურგის გუნდს დაგეგმილი აქვს ტურნე საქართველოს ქალაქებში, სადაც მისი პარტნიორები გახლავთ ცნობილი გუნდები გორის კაპელა "თუთარჩელა" და მათ შორის ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სკოლა.