• 591 01 01 05
  • ხ.ახვლედიანის სახელობის მუზეუმი
  • L
    აღწერა

    თვითნასწავლი მხატვრის ნათია გრიგოლიას პირველი პერსონალური გამოფენა "ფერთა ჭიდილი"

    თვითნასწავლი მხატვარი ნათია გრიგოლია იხსენებს ისტორიას,რაც მისი შემოქმედების მიზეზი გახდა.
    „იცი ჩემი სიცოცხლისათვის მამამ მისი სიცოცხლე დათმო....... 2017 წლის 13 აგვისტოს ჩვენს ოჯახში მოხდა დიდი ტრაგედია მამა, რომელიც ჩემთვის იყო ძმა,მეგობარი გარდაიცვალა და მე დამეწყო დეპრესია, მონატრება, ძალიან ბევრს ვტიროდი, არ მინდოდა ახლობლებისათვის მომაბეზრებელი ვყოფილიყავი, არ მახსოვს რატომ დავიწყე ხატვა, ერთ დღეს გამიჩნდა სურვილი დამეხატა რამე, ეს იყო ცარიელი ღვინის ბოთლი და ყვითელი მსხალი, რაც ნიშნავს სავსე გულს და ცარიელ ადამიანს. შემდეგ დავიწყე ხის ფირფიტებზე ხატვა, ჩემთვის ეს იყო სიმშვიდის მომტანი. ვხატავდი, მაგრამ არ ვიცოდი რას ვხატავდი, მაგრამ ეხლა ვხედავ რას ვხატავდი, ყველა ჩემი ნახატი აცოცხლებს ჩემს წარსულს“. მის შემოქმედებაში დიდი მხავრების ნამუშევრების ასლს შეხვდებით, ის ხატავს სიურეალიზმში და კუბიზმიში, ზოგ ნამუშევრებში ორივე მიმდინარეობის გაერთიანებაა, ეს დიდი რისკია, გააერთიანო XXსაუკუნისა და X IX საუკუნის, ორი სხვადასხვა მიმდინარეობა და თქვა შენი სათქმელი ისე რომ მოხდეს ორივეს შერწმა. ნათია დაუღალავად შრომობს, დღეს მისი ხატვის მოტივაცია პერსონალური გამოფენისათვის მზადებაა, ემზადება, რათა ღირსეულად წარსდგეს დამთვალიერებლის წინაშე, ის ხომ ამ გამოფენას უძღვნის მამას, რომელმაც მისი სიცოცხლისათვის თავი გაწირა და დედას, რომელმაც მეორედ აჩუქა სიცოცხლე, დედა ხელოვანის ცუდი სიზმრის შემდეგ ჩუმად აკონტროლებდა შვილის ყველა ნაბიჯს, დასდევდა ფეხდაფეხ, სწორედ დედამ აღმოაჩინა დენის დარტყმით გულწასული შვილი, რომლის შეკივლებაზე მამაც იქვე გაჩნდა, შვილი გულში ჩაიკრა და შვილიდან მამაზე გადავიდა დენი........ ყველა ხელოვანი ბედნიერია, მათი ყველაზე დიდი მესაიდუმლე, მსმენელი, დამამშვიდებელი, მონატრება ხომ ტილო არის.
    3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით ნათია გრიგილია ეპატიჟება ყველა მსურველს მის პერსონალურ გამოფენაზე, რომელსაც მამის ხსოვნასა და დედის სიყვარულს ეძღვნება.