ყველაზე მხიარული დღესასწაული გვიახლოვდება!
„ზამთრის საოცრებათა ზღაპარი“ და ახალი წელი "Sky Bar"- ში !
შეხვდით განსაკუთრებულ ახალ წელს " პარაგრაფ რეზორტ და სპა შეკვეთილში".
„ზამთრის საოცრებათა ზღაპარი"
15:00 -დან სტუმრების განთავსება სასტუმროში.
სახალისო ფოტოსესია სპეციალურად დეკორირებულ საახალწლო სივრცეში.
ზამთრის ბაღის ტერასაზე ქართული და ევროპული ღვინოები, საახალწლო ტრადიციული ტკბილეული, ორიგინალური ფოტოსესია და კოსტიუმირებული შოუ გელით.
21:30- გალა ვახშამი უნიკალური აკვარიუმის ფონზე, საზეიმოდ მორთულ წვეულებათა საბანკეტო დარბაზში გაიმართება.
საახალწლო ღამეს სადღესასწაულო განწყობას პოპულარული ბრიტანული ბენდი „ CoCo and the Butterfields" შექმნის.
ზუსტად 12:00 -ზე შევიკრიბოდ და ერთად ვადევნოთ თვალი ზამთრის ბაღის და აუზის მიმდებარე ტერიტორიიდან ფოიერვერკების უნიკალური შოუს.
ჩვენი უმცროსი სტუმრებისთვის იმუშავებს კინოთეატრი, დაგეგმილია არაერთი სახალისო აქტივობა. საზეიმოდ გაფორმებულ დარბაზში, პატარებს საახალწლო ვახშამი, საჩუქრები, თოვლის ბაბუა და საყვარელი ანიმაციური გმირების ფორმებში გამოწყობილი მხიარული ანიმატორების მონაწილეობით დაუვიწყარი შოუ ელით.
1 იანვარს:
ახალი წლის პირველ დღეს, ჩვენ სტუმრებს თვალწარმტაცი ზამთრის ბაღის ტერასაზე საახალწლო ბრანჩით გავუმასპინძლდებით, ხოლო სადღესასწაულო ფონს ცოცხალი მუსიკა შექმნის.
ახალი წელი “Sky bar”-ში
თქვენ გელით ახალი წლის ღამე "Sky Bar" -ში, უნიკალური პანორამული ხედი, დიჯეის მუსიკალური კომპოზიციები და საახალწლო ბუფეტი!
განუმეორებელი ფოიერვერკი ზუსტად 12:00 საათზე გაანთებს შეკვეთილის ცას!
• პაკეტში შედის 2 ღამე 2 სტუმრისთვის.
• დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ჯავშნების განყოფილებას :
(+995) 322 900204