პრემიერა 1–2 დეკემბერი 19 საათი
"პეპი მაღალიწინდა"
ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობის მიხედვით
სპექტაკლი ორ მოქმედებად
სპექტაკლში გამოყენებულია ირაკლი ლომოურის რითმოცანები
ანოტაცია:
ასტრიდ ლინტგრენის უკვდავი პერსონაჟი – პეპი, ამ საახალწლოდ ბათუმის „ახალ სცენაზე“ დაიდებს ბინას.
წიგნის ორიგინალური ინსცენირება ეკუთვნის სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორს – მანანა კვირკველიას.
ბათუმელ ბავშვებს ისღა დარჩენიათ, მუხუდო თითო მარცვალი მოიმარაგონ და პეპისთან ერთად წარმოსთქვან მისი მაგიური შელოცვა: „წადით, მომწყდით თავიდან, დაბერება არ მინდა!“
პეპისთან მართლაც არავის უწერია დაბერება, პეპისთან ერთად ხომ შობა–ახალი წელიც უფრო მხიარულდება, ხოლო უფროსებს – მშობლებსა თუ პაპა–ბებიებს ბავშვური ანცი სხივი აუკიაფდებათ ხოლმე თვალებში . . .
სალარო: 0422 31 27 90 / 577 980 858
ფასი 5 ლარი
დამატებითი ინფორმაციისათვის: 555 366 399