• 555 366 399
  • მელაშვილის ქ. 32
  • L
    აღწერა

    სალარო: 577 980 858 / 0422 27 3190
    ფასი 8 ლარი
    დამათებითი ინფორმაციისათვის: 555 366 399
    ანოტაცია:
    ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ანდრო ენუქიძემ, საქვეყნოდ აღიარებული პოლონელი დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის პიესის მიხეიდვით დადგმა გადაწყვიტა „ახალ სცენაზე“. 
    ექვსი მოქმედი პირი - თოფით შეიარაღებული ბაბუა, რომელიც ვერ ხედავს, მუტრუკი შვილიშვილები, ოკულისტი და მისი ექთანი ერთი შეხედვით სასაცილო კოლიზიებს გაითამაშებენ. ბაბუა და შვილიშვილები იმისთვის აკითხავენ ოკულისტს, რომ აღმოაჩინონ და მოკლან ვინმე კარლო... 
    უცნაური, მრავლისმთქმელი, სასაცილომდე სასტიკ, შეიძლება ითქვას, ბოდვანარევი ისტორიას მივყავართ ოდესღაც ლაღი ინტელექტუალური ცხოვრებით მცხოვრები ოკულისტის პიროვნების დაშლამდე. იგი დამსმენი ხდება და ბაბუასა და შვილიშვილების ხელში პოლიტიკური შეკვეთის ბრმა იარაღად წარმოჩინდება.