ანოტაცია:
ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ანდრო ენუქიძემ, საქვეყნოდ აღიარებული პოლონელი დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის პიესის მიხეიდვით დადგმა გადაწყვიტა „ახალ სცენაზე“.
ექვსი მოქმედი პირი - თოფით შეიარაღებული ბაბუა, რომელიც ვერ ხედავს, მუტრუკი შვილიშვილები, ოკულისტი და მისი ექთანი ერთი შეხედვით სასაცილო კოლიზიებს გაითამაშებენ. ბაბუა და შვილიშვილები იმისთვის აკითხავენ ოკულისტს, რომ აღმოაჩინონ და მოკლან ვინმე კარლო...
უცნაური, მრავლისმთქმელი, სასაცილომდე სასტიკ, შეიძლება ითქვას, ბოდვანარევი ისტორიას მივყავართ ოდესღაც ლაღი ინტელექტუალური ცხოვრებით მცხოვრები ოკულისტის პიროვნების დაშლამდე. იგი დამსმენი ხდება და ბაბუასა და შვილიშვილების ხელში პოლიტიკური შეკვეთის ბრმა იარაღად წარმოჩინდება.