ანოტაცია:
ერთი ოჯახის ისტორია _ დედა და მისი ქალ-ვაჟი. მათი ილუზიები ცხოვრებაზე მინასავით სათუთია, ცხოვრება კი მკაცრია, ცხოვრებაში ვერ ხეირობენ ის ნოქრები, ვინც გასაყიდი ფეხსაცმლის ყუთის ხუფზე ლექსებს წერენ. ამ ოჯახის სამივე წევრს თავისი ოცნება აქვს; ისინი მართლაც მოგვაგონებენ მინის კოლბაში მოქცეულ გმირებს. როგორ ინგრევა ადამიანური ოცნებები „მინის სამხეცეთში“? _ აი, ამ ისტროას გვიამბობს ეს საქვეყნოდ გახმაურებული პიესა.