• 571 33 17 74
  • ბათუმის ჩოგბურთის კლუბი
  • L
    აღწერა
      სტეფანე - 16 აგვისტოს, ბათუმის კორტებზე განახლებული ჟღერადობითა და საკონცერტო პროგრამით წარსდგება მსმენელის წინაშე.
     
      ბოლო წლების ყველაზე დატვირთული საკონცერტო გრაფიკის შემდეგ მუსიკოსი ახალი გრანდიოზული შოუს მონაწილეებად ამჯერად სცენის სხვადასხვა ჟანრის ვარსკვლავებს გააერთიანებს.
     
      სტეფანეს საათნახევრიან კონცერტს აკომპანიმენტს გაუწევს ბენდი პროფესიონალ მუსიკოსთა შემადგენლობით, რომელსაც უერთდება საქართველოს ეროვნული ორკესტრის სიმებიანი და ჩასაბერი საკრავების შემადგენლობა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.
      
      
    ბათუმის კორტების კარი 20:00-ზე გაიღება.