• 555 36 63 99
  • ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრი
  • L
    აღწერა

    ანოტაცია:
    გაგა გოშაძემ თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის პიესა - "ზაფხულის დღე" აირჩია ბათუმის "ახალ სცენაზე" დასადგმელად.
    პიესის ფაბულა: უიღბლო მამაკაცი თავის ჩამოხრჩობას გადაწყვეტს ერთ განმარტოვებულ ადგილას. გამოჩნდება იღბლიანი მამაკაცი, ვისაც ასევე ჩაუფიქრებია თვითმკვლელობა; მის ცხოვრებას აზრი დაუკარგა მუდმივმა, "უპირობო" წარმატებამ. პიესის მესამე პერსონაჟის - ახალგაზრდა ქალის გამოჩენა უიღბლოსა და იღბლიანის მრავლამხრივ საინტერესო დისკუსიას ტრადიციული სამკუთხედის სიუჟეტურ სიმძაფრეს სძენს.
    ვის აირჩევს ქალი სუიციდის ზღვარზე მისული უიღბლოსა და იღბლიანისაგან? - "ზაფხულის დღე" იგავური ფორმით გვაწვდის პასუხს ამ მარადიულ კითხვაზე.

    სპექტაკლი ეძღვნება მსახიობ მიშა ჯოჯუას ხსოვნას