• 0422 22 22 99
  • batumi.info@hilton.com
  • სასტუმრო ჰილტონი, შ. რუსთაველის ქ.40
  • L
    აღწერა

    რიგით მეოთხე საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი “Ad Black Sea", ბათუმში, 20-22 სექტემბერს გაიმართება.

     ფესტივალზე რეკლამისა და მარკეტინგის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს შესაძლებლობა აქვთ იხილონ სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილი უახლესი ნამუშევრები, მოუსმინონ გამოცდილ სპიკერებს, გააფართოვონ პროფესიული წრე და უბრალოდ დაიმუხტონ ახალი შთაბეჭდილებებით!  წელსაც დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას მსოფლიოში წამყვანი სპიკერები გაუზიარებენ. მათ შორის იქნება ამერიკული სააგენტოს Sagmeister & Walsh-ის თანადამფუძნებელი, გრაფიკული დიზაინერი, არტ-დირექტორი და ილუსტრატორი - Jessica Walsh-ი, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელი და თვალსაჩინო ნამუშევრის ავტორია.

     

    Ad Black Sea 2018-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მონაწილეების წახალისებაც გახლავთ.

    3 დღიანი სარეკლამო ფესტივალი AD Black Sea 2018 გალა დაჯილდოებით დაიხურება და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს მომავალ წლამდე დაემშვიდობება.

     

    ბილეთების ყიდვა შესაძლებელია ვებსაიტზე www.adblacksea.com

    creaded by