ბევრს სმენია ბათუმის, როგორც ზაფხულში ტურისტული ნავსაყუდელის შესახებ. მაგრამ აქ, ბათუმის შემოგარენში გაცილებით მეტი სიამოვნების მიღება შეიძლება უამრავი ღისშესანიშნაობების მონახულებით, ბუნებაში გასეირნებით, ეროვნული კერძების დაგემოვნებით და ასე შემდეგ. გთავაზობთ ჩამონათვალს თუ სად შეიძლება აჭარაში დასვენება თქვენი მოგზაურობის დროს.
კინტრიშის ეროვნული პარკი
იშვიათი ფრინველები, შუა საუკუნეების ხიდები, მდინარეები, ჩანჩქერები, მარადმწვანე ხეები - აი, რისი ნახვა შეიძლება ამ დაცულ ტერიტორიაზე. აქვეა როგორც ფეხით სასეირნო, ასევე საცხენოსნო ბილიკები. მშვენიერი ტბიყელის ტბა ელოდება მათ, ვისაც უფრო ხანგრძლივი მარშრუტით სურს ისიამოვნოს.
მტირალას ეროვნული პარკი
ყველაზე ნოტიო ადგილი მთელს საქართველოში - მტირალას პარკი ნამდვილ ჯუნგლებს მოგაგონებთ, სადაც შეგიძლია წარმოიდგინო საკუთარი თავი როგორც ინდიანა ჯონსი ერთერთი ექსპედიციის დროს. ასე, რომ, ბათუმიდან 2 საათის მანქანით სავალზე თქვენ ეს დაუვიწყარი თავგადასავალი გელოდებათ!
პეტრას ციხე
ისტორიისა და ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის ეს ადგილი სწორედაც რომ მისწრებაა! მოგზაურობა პეტრაზე -ციხეზე, რომელიც VI საუკუნით თარიღდება,ნახევარ დღეს წაგართმევთ დაშთაბეჭდილებები კი მთელი ცხოვრება გაგყვებათ.
კვარიათი
წყნარი გარემო და კამკამა ზღვა... თუ ოჯახური არდადეგების მოწყობას აპირებთ, კვარიათი ამისთვის საუკეთესო ადგილია! აჭარის მაღალმთიანეთში ეს მაღალი ჩანჩქერი მშვენიერი და ადვილად მისადგომი ჩანჩქერია, რომელსაც ტრანსპორტი ადვილად უდგება და ნებისმიერ სეზონზე ხელმისაწვდომიცაა. ამ ადგილს გასაგრილებლად და რელაქსაციისთვის განსაკუთრებით ზაფხულში სტუმრობენ.
სარფი
თუ თქვენ თურქეთის ვიზა არ გჭირდებათ, მაშინ სრულიად მარტივად შეგიძლიათ გადაკვეთოთ საზღვარი ალაყაფის კარებში გავლით, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშივით გამოიყურება და მიირთვათ ფინჯანი თურქული ყავა თურქეთის ტერიტორიაზე. შემდეგ კი დაბრუნდეთ საქართველოში და შეუკვეთოთ ბათუმური სტილის ყავა!
გოდერძის უღელტეხილი
სამხრეთ საქართველოდან აჭარისკენ საკმაოდ რთული, მაგრამ ამავდროულად თვალწარმტაცი გზით შეგიძლიათ შემოხვიდეთ. ზამთარში ამავე სახელწოდების კურორტზე თქვენ შეგიძლიათ თავისუფალი სტილით თხილამურებით სრიალით ისიამოვნოთ!