აჭარა ღვინის წარმოებაში არასდროს ყოფილა მოწინავე რეგიონი - ცხელი პლაჟები და თვალწარმტაცი ბუნება ყოველთვის დომინირებდა აქ. თუმცა, აჭარა არის ადგილი, სადაც შეხვდებით ყურძნის უამრავ ისტორიულ ნაირსახეობას, რომელთაგან ზოგიერთი გადაშენების
პირასაა. საბედნიეროდ, ამ ჯიშების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია და უფრო და უფრო მეტი ღვინის საწარმო სთავაზობს სტუმრებს ამ ჯიშებისგან მიღებულ აჭარულ ღვინოს.
თქვენ შეგიძლიათ საუკეთესო ხარისხის ღვინის შეძენა ბათუმის გარეუბანში, აჭარის მაღალმთიანეთისკენ მიმავალ გზაზე.მაგალითად, ხელვაჩაურში შესანიშნავი
ღვინის სახლია, რომელიც 2010 წელს გაიხსნა და დღემდე იზიდავს არა მხოლოდ ქართველ ღვინის ექსპერტებს, არამედ საერთაშორისო ვიზიტორებსაც, როგორიცაა, მაგალითად, ჰილარი კლინტონი და ანდრეი შევჩენკო. ეწვიეთ და ისიამოვნეთ მათი
უნიკალური ვარდისფერით, რომელსაც პორტო-ფრანკო ჰქვია და ასევე ადგილობრივი ბრენდებით - ცოლიკაურით და რქაწითელით.