აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები


 საქართველომ ქრისტიანობა IV საუკუნეში მიიღო და მას შემდეგ რელიგია საუკუნეების მანძილზე გვაკავშირებს და გვაერთიანებს. სიკვდილსა და ბოროტებაზე მარადიული ცხოვრების გამარჯვების რწმენა სხვადასხვა ტრადიციებში გამოვლინდა. მაგალითად, წითლად შეღებილ კვერცხს, რომელსაც აღდგომაზე მივირთმევთ, რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. კვერცხი ნაყოფიერებას, დაბადებას და ახალ სიცოცხლეს აღნიშნავს, წითელი ფერი კი ქრისტეს სიმბოლოა, რომელმაც საკუთარი თავი კაცობრიობას შეწირა.ამ ტრადიციას ლეგენდაც უკავშირდება - მარიამ მაგდალინელი ეახლა რომის იმპერატორ ტიბერიუსს, რათა აღდგომა ეხარა და მისთვისაც გადაეცა ქრისტეს რწმენა. ქადაგებამ იმპერატორზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და მან თქვა, რომ კვერცხი უფრო გაწითლდებოდა, ვიდრე ადამიანები მკვდრეთით აღდგებოდნენ. წინადადება დასრულებულიც არ ჰქონდა, როცა კვერცხმა, რომელიც მარიამ მაგდალინელმა თან მოიტანა, ფერი იცვალა და გაწითლდა. საქართველოში კიდევ ერთი სახალისო სააღდგომო ტრადიცია არსებობს, რომელსაც რელიგიასთან კავშირი არ აქვს - ორი ადამიანი სააღდგომო კვერცხებს აკაკუნებს ერთმანეთზე. ის კვერცხი, რომელიც არ გატყდება, იღბალისა და წარმატების სიმბოლოა.შეღებილ კვერცხებს ჯეჯილით დაფარულ თეფშზე ათავსებენ. ჯეჯილისთვის, რომელიც ასევე ახალი სიცოცხლის სიმბოლოა, ხორბლის დათესვას ორი-სამი კვირით ადრე იწყებენ.სადღესასწაულო ტრადიციის კიდევ ერთი განუყოფელი ნაწილია პასკა - ცილინდრის ფორმის, ქიშმიშით გაფორმებული უგემრიელესი ტკბილი ფუნთუშა. ყოველწლიურად ადგილობრივ საცხობებში თუ სახლებში, ყველა ცდილობს სხვებს აჯობოს და საუკეთესო პასკა დაამზადოს. როგორც უკვე ვახსენეთ, რელიგია ოდითგანვე აერთიანებდა ქართველებს. ეს ცალკეულ ოჯახებსაც ეხება - აღდგომაზე მთელი ოჯახი ერთად იკრიბება, ზოგჯერ ეს სოფლადაც ხდება, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობენ. სანამ ახალგაზრდა თაობა საოჯახო შეკრებებისთვის ქალაქს ტოვებს, თბილისი ცარიელდება - ტურისტებს გაცილებით მეტი სივრცე აქვთ დედაქალაქის გამოსაკვლევად.

 ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღამისთევა. შაბათს საღამოს ღამისთევაზე საერთო რწმენით გაერთიანებული უამრავი ადამიანი იკრიბება - სანთლების დანთება და მუხლმოდრეკით ლოცვა უკეთესიმომავლისთვის მთელი ღამე გრძელდება აღდგომის კვირას კი მთელს ქვეყანაში ყველა ერთხმად ესალმება ერთმანეთს სიტყვებით: "ქრისტე აღდგა!" - "ჭეშმარიტად აღდგა!"ერთ-ერთი ადგილობრივი ტრადიცია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას თამაშია, რომელიც გურიაში, შუხუთში იმართება. დასავლეთ საქართველოს ამ კუთხეში, სადაც ხალხი იუმორის გრძნობითაა ცნობილი, შემორჩენილია უძველესი ქართული თამაში - ლელობურთი. თამაშს, რომელიც დღევანდელ რაგბის მოგაგონებთ, ქართველები ოდითგანვე 16 კგ-იანი ბურთით თამაშობდნენ. სოფელი ორ ნაწილად იყოფა, ტაძრიდან გამოაქვთ ბურთი, რომელსაც მდელოზე ათავსებენ - იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც ბურთს მოწინააღმდეგის მხარეს გადაიტანს. რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს, ეს საკმაოდ სასტიკის თამაშია - თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი სუფრით, სადღეგრძელოებით, სიმღერითა და ლოცვით სრულდება.ასე რომ, თუ სააღდგომო არდადეგებისგატარებას სოფლად გადაწყვეტთ, იცით რასაც უნდა ელოდოთ. თუ იქ ნათესავები ან მეგობრები გყავთ, მათ ოჯახებში სტუმრობა საუკეთესო საშუალებაა ადგილობრივი ტრადიციების გასაცნობად.

creaded by